Wednesday, March 13, 2013

სასწავლო პროექტი

                                             
პროექტის სახელწოდება: "ვისწავლოთ და ვიცხოვროთ  სუფთა გარემოში"
 
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეები მივაჩვიოთ  წესრიგისა და სისუფთავის დაცვას. 
პროექტის აქტუალობა:გალამაზდება სკოლის  ეზო.
პროექტის მიზნები:ამ პროექტის განხორციელების  შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ  შრომისადმი  სიყვარული,სხვისი შრომის დაფასება-გაფრთხილების გრძნობა.ისწავლიან თუ როგორ მოიპოვონ საჭირო რესურსები ეკოლოგიურად სუფთა გარემოს  შესაქმნელად,მიეჩვევიან შრომის  იარაღების გამოყენებას,დაეფლებიან    მცენარეების  დარგვის-დათესვის ტექნოლოგიას,მათზე ზრუნვას,ისწავლიან მცენარის ზრდა-განვითარების  სტადიებს. 
მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი
ვადები-ხანგრძლივობა:გაზაფხულიდან-შემოდგომამდე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გალამაზდება-გამწვანდება  სკოლის ეზო,მოირთვება ათასფერი ყვავილებით.რაც მთავარია მოსწავლეები ისწავლიან  ბუნების  დაცვას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბარი,თოხი,ნერგები,წყალი,ფორჩხი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის შესასრულებლად სკოლის ეზოს გავყოფთ  ორ  ნაწილად,შესაბამისად მოსწავლეებსაც გავყოფთ ორ ჯგუფად,თითოეული ჯგუფი აირჩევს ჯგუფის ხელმძრვანელს,რომელიცშეადგენს  სამუშაო გეგმას და შეათანხმებს კლასის ხელმძღვანელთან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება,შრომა, მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლბელი):ეთერი საბაშვილი
ხელმძღვანლის ელ.ფოსტა:eterisab1960@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  etersabashvili.blogspot.com  

No comments:

Post a Comment